მეტროსადგურ “უნივერსიტეტის” მშენებლობა გაზაფხულზე დაიწყება (ექსკლუზივი)

მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" მშენებლობა გაზაფხულზე დაიწყება (ექსკლუზივი)
09-11-2013

“მეტროსადგურ “ვაჟა-ფშაველას” ფოიეში, მატარებლის მოლოდინში იმ ლიანდაგს გავყურებ, რომელზეც ჯერ მატარებელს არ გაუვლია. გვერდზე გადახრილი გვირაბს გავცქერი და ვხედავ, რომ იქ სადღაც გვირაბის ბოლოს სინათლე ჩანს. ამ ლიანდაგებმა, წესით, მეტროსადგურ “უნივერსიტეტამდე” უნდა მიგვიყვანონ, თუმცა, გზა უნივერსიტეტისკენ ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესშია.

ამ ლიანდაგზე მატარებლის ჩამოვლას ყველა მოუთმენლად ელოდება, განსაკუთრებით კი სტუდენტები, რადგან ეს მათ დროსა და თანხას დაზოგავს.

სწორედ ამ გვირაბების მონახულება გადავწყვიტე, მეტროპოლიტენიდან ამოსული ვაჟა-ფშაველას გამზირს ავუყევი და დაკონსერვებული ნაგებობის სათავეს ვესტუმრე. იქ მისულს გვირაბის ინჟინერი გიორგი გოგიჩაიშვილი დამხვდა, რომელმაც გულისწუხილით მითხრა – ოღონდ ეს მეტრო აშენდეს და თუ გინდათ ამ ლიანდაგებს ფეხით შემოგატარებთო…

ჩაფხუტი დამახურეს და რამდენიმე მუშა გვირაბში ჩასასვლელად გამიძღვა. ლიფტში ვჯდებით და მიწის ზედაპირიდან 35 მეტრის სიღრმეში ჩავდივართ. პირველი, რაც შევამჩნიე, სამორიგეო ოთახი იყო, საიდანაც ლიფტის ასვლა-ჩასვლა და წყლის ჩართვა-გამორთვა კონტროლდება. “ეს კონტროლი აუცილებელია, რათა გვირაბები არ დაიტბოროს”, – მიხსნის ერთ-ერთი მუშა.

გვირაბებში შუქები ინთება და გზას განვაგრძობთ. იმისთვის, რომ მთავარ გვირაბამდე მიხვიდე, ჯერ დამხმარე და გადასარბენი გვირაბები უნდა გაიარო. ლიანდაგზე რამდენიმე ელმავალი დგას, რომელსაც მშენებლობის პროცესში სამშენებლო მასალების გადასატანად იყენებდნენ. თუმცა უკვე დატყობიათ, რომ დიდი ხანია უმოძრაოდ დგანან.

აი, მთავარ გვირაბსაც მივუახლოვდით. ბატონი გიორგი მეუბნება, რომ თუ ამ გვირაბს ბოლომდე გავუყვებით, “ვაჟა-ფშაველას” სადგურზე შემომავალ მატარებელსაც დავინახავთ, თუმცა გვირაბში წყლის დონის მატების გამო მისი გავლა ვერ შევძელით.

PRS 600 მანუელ ბლოკის ცეხი ტექნიკური პირობები

Görselსერიის კოდი : PRS – 600 მანუელი ბლოკის ცეხი

წარმოების ტიპი:ნაბუელის ბლოკის ცეხი – ბეტონის ფილებისა და ბლოკის ცეხი

გამოშვების წელი :2013 წლის მოდელი

შესაძლებლობა: ერთ დაბეჭვდაზე უშვებს = 6 ცალ 20 იან, 8 ცალ 15-იან,10 ცალი 10 იან ბლოკი და 16 ცალი ფილას წარმოება

წარმოების შესაძლებლობა: 1 საათში მინიმუმ 80-110 პალეტის შუალედი

წარმოებული პროდუქტი: PRS – 600 სერიის ბლოკის ცეხი ჰიდრავლიკური წნევისა და მექანიკური ვიბრაციის შედეგად მუშაობს.  დიზაინი ისეა მოწყობილი, რომ შეუძლია იმუშაოს 24 საათის განმავლობაში. აქვს ორმაგი წნევა, რის შედეგადაც ზედაპირს უნაკლოდ ასუფთავებს, ისე რომ ხორკლს საერთოდ არ ტოვებს. თანაც იზრდება ნაწარმის  ზეწოლის წინააღმდეგობა. აწარმოებს ყველა გეომეტრიული ფორმის ბეტონის ფილებს, ბორდიურებს, ბრიკეტებს, რომელთა სიმაღლეა 6 სანტიმეტრიდან 38 სანტიმეტრამდე. საჭიროა მყოლოდ ყალიბის შეცვლა და ფორმებიც შეიცვლება.

დისტანციური მართვა: მანუელი

პერსონალის საჭირო რაოდენობა: რენტაბელური საქმიანობის განსახორციელებლად საჭიროა 4 კაცი. სულ ცოტა 1 კაცს, რომელსაც თქვენი ფირმა შემოგვთავაზებს, ჩვენს ფაბრიკაში უფასოდ ჩაუტარდება აპარატურასთან დაკავშირებული სწავლა-დარიგება, რათა მან შეიძინოს გამოცდილება როგორც ოპერატორმა.   

კარკასი: გამოყენებულია 150X150X6მმ. დახურული ყუთის პროფილი  4

ბუნკერის მოცულობა : 1350 LT

სვეტის ლილვები: ძირითადი ლილვი 60 მმ მოცულობის ქრომირებული ლილვებით არის გაწყობილი

დგუშები: ჰიდრავლიკური დგუშები სპეციალური წარმოებისაა. დგუშის შიგნით გამოყენებული თექა და დამცავები სტანდარტების შესაბამისია. ყველა სათადარიგო ნაწილი ჰიდრავლიკური მომწოდებლებისათვის ხელმისაწვდომია.

კოლონის ლილვის საკისარი: ცვეთის საწინააღმდეგოდ არის შიდა ნაწილი მოპირკეთებული სპეციალური მასალით, დაზეთილი თექის საშუალებით უზრუნველყოფილია ის, რომ ზეთი არ გაუვა.

მეტალის ფირფიტები: ცვეთის საწინააღმდეგო SD 52 A-1 ხარისხის მეტალისგან ან HARDOX-ის მეტალისგან არის წარმოებული

მასალის ასარევი: ცვეთის საწინააღმდეგო SD 52 A-1 ხარისხის მეტალისგან ან HARDOX-ის მეტალისგან არის წარმოებული

საკისარი: იმისათვის რომ იყოს გამძლე და არ გატყდეს, ბაზარზე არ ვყიდულობთ მზა საკისარს და თვითონ ვაწარმოებთ ფოლადისგან.

ასარევი და ვიბრატორი, ყველა ბორბალი, რაც აპარატს აქვს:
მზადდება OLAN CK-45 და 4140 სახეობის ნივთიერებიდან, რომლის ნახშირბადის შემცველობა ძალიან მაღალია.

ქვედა ვიბრატორები: ქვედა ვიბრატორების ორი ჯგუფია – დამოუკიდებელი მოტორიანი და დარტყმის ძალის მქონე.

ქვედა ვიბრატორის მეტალის ფირფიტა: ცვეთის საწინააღმდეგო SD 52 A-1 ხარისხის მეტალისგან ან HARDOX-ის მეტალისგან არის წარმოებული ორ ნაწილად. ქვედა ვიბრატორები ცალ-ცალკე პროგრამირდება ორ ჯგუფად.

ციკლის დრო:16 წამი

ქვედა ვიბრატორის მატორის ძალა: 4KW 5,5 BYG 2 ცალი დამოუკიდებელ მოტორიანი. მოტორის საერთო ძალა:36 კილოვატი

ცარიელი პალეტის დისკი:გამოიყენება ცარიელი პალეტების აპარატში რიგრიგობით ჩასაშვებად.

ჰიდრავლიკური ნაწილის ბლოკები: ჩვენი სპეციალისტების მიერ გაანგარიშების შემდეგ იღებს პროექტის სახეს და უშეცდომოდ დამუშავების შემდეგ იღებს სფეროს ფორმას. შემდეგ გამოიყენება სხვადასხვა ქიმიური საშუალებები, სუფთავდება და ხდება მისი ზედაპირის მოპირკეთება.

ჰიდრავლიკური ნაწილის სარქველები: ამ ნაწილის სარქველებად გამოყენებულია REXORT და ViCKERS ხარისხიანი მარკის პროდუქტი. ასარევი აპარატისა და ზედა ყალიბის სრული კონტროლის უზრუნველსაყოფად პროპორციული სარქველებია გამოყენებული.

ჰიდრავლიკური ნაწილის მოტორები:İSO -ს ხარისხის შესაბამისია

ჰიდრავლიკური წნევა : 250 BAR

პალეტის ზომა და ტექნიკური თავისებურებანი: საცდელი პალეტები 70 X 90 X 4 სისქისაა, ქვედა და ზედა ზედაპირი დამზადებულია პირველი ხარისხის ხისგან, მისი ტენიანობა 20%-ია.შიდა ნაწილი შიგნიდან არის გამაგრებული,სანამ აქცია გვაქვს, შეგიძლიათ თქვენთვის მისაღებ ფასად შეუკვეთოთ.

მოსარევის ტექნიკური თავისებურებები : მოსარევის (მიქსერის) მოცულობა 950 LT/M3 (1 ტომარა  ცემენტისთვის). აი ასეთია მისი დიზაინი. ძირითადი კორპუსი კი 10 მმ. სისქის არის, წარმოებულია ორმაგი უცვეთელი მეტალის ფირფიტით. ძირითადი კორპუსი  150 X 150 X 6მმ-ის შასზე მიებმება. მატორის ძალა 15 კილოვატია. რედუქტორად გამოყენებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი  DIŞSAN -ის მარკის DG 280 სერია.

ლენტის ტექნიკური თავისებურებანი: 40X 60 X 2მმ პროფილით კორპუსი დამონტაჟებულია შასზე. რედუკტორი კბილანებიანია. წუთში 1500,  0,75 კილოვატის მოტორით იღებს ძალას. ორ-ორი ცალი 25 სანტიმეტრიანი რულონი 100 სანტიმეტრიან დაშორებებზე არის გაკრული. ზემოდან მინიმუმ 4 ჯერადი რეზინაა გამოყენებული. ქვემოთ ვერ ჩავარდება.  ნაწილობრივ ლემისგან არის დამზადებული, რათა დოლურებს შორის არ გაიჭედოს ნაწარმი.

ყალიბის ტექნიკური თავისებურებანი: ყალიბის წარმოებაში ვიყენებთ ყველაზე ხარისხიან CNC ტექნოლოგიას და ამით უზრუნველვყოფთ გამძლე ყალიბების წარმოებას.

ელექტრონულ დისტანციური განყოფილება-ელექტრონული ავტომატიკა და PLC პროგრამული უზრუნველყოფა: ელექტრონულ მასალას ვიყენებთ მხოლოდ  BOSCH-SCHİNAİDER ან SİEMENS-ს. აპარატებში გამოყენებული სენსორები გამძლია წყლის, მტვრისა და ჭუჭყის მიმართ, იმიტომ რომ   უპირატესობას ვანიჭებთ IP 65.

აპარატში გამოყენებული რედუქტორები: აპარატში გამოყენებული რედუქტორები DIŞSAN მარკისაა TSE-ISO ხარისხის სტანდარტებს შეესაბამება და აქვს 2 წლის გარანტია.

მნიშვნელოვანი შენიშვნა: აქ მოცემული ინფორმაცია და მონაცემები გამოყენებულია ახლა წარმოებულ აპარატურაში. თუმცა, დროთა განმავლობაში შეიძლება მოხდეს განვითარება და ცვლილებები უკეთესობისაკენ, რაც აისახება მყიდველთან დადებულ ხელშეკრულებაში.

10

თხილის ბაზარი “ცხრად გაყოფისგან” ზარალობს?!

17e2c6f7799d60375af8d0819ada44c2

სტაბილური მიწოდების გარეშე მსხვილ დამკვეთს ვერ შეინარჩუნებ

თხილის მოსავალი წლეულს საქართველოში შარშანდელზე დაახლოებით 30%-40%-ით მეტია. თხილის შეგროვებას ცოტათი უამინდობამ შეუშალა ხელი, მაგრამ პროდუქციის ხარისხზე ამას გავლენა არ მოუხდენია. ქართული თხილის ხარისხიც კარგია და მოცულობაც დიდია. ჩაბარების ფასი 1 კილოგრამზე 2,40-2,50 ლარის ფარგლებში მერყეობს. ევროპის ბაზრების გარდა, წლეულს ექსპორტიორები პროდუქციის გატანას რუსეთშიც გეგმავენ.

თხილის ექსპორტი ბოლო წლებში მომგებიან ბიზნესად იქცა. საკმაოდ გაიზარდა თხილის ნარგავებიც. რამდენიმე კერძო ინვესტორმა საგანგებოდ შეიძინა გურიაში სავარგულები, ზოგმა ჩაის პლანტაცია ამოძირკვა და სანაცვლოდ თხილი გააშენა. სხვადასხვა სიდიდის თხილის პლანტაციები ადგილობრივებსაც აქვთ და ის მათთვის შემოსავლის ძირითადი წყაროა. გლეხები დროდადრო ჩივიან, რომ ექსპორტიორები განგებ აგდებენ თხილის ჩასაბარებელ ფასს და ამ სპეკულაციით ხეირობენ. ექსპორტიორები კი თურქეთისკენ იშვერენ ხელს, რომლის წილად მსოფლიოში თხილის წარმოების 70-80% მოდის.

წინასწარი შეფასებით, სამეგრელოში, გურიასა და იმერეთში წლეულს დაახლოებით 40-50 ათასი ტონა თხილი შეაგროვეს, შარშან კი მოსავალი 24,7 ათასი ტონა იყო. ბოლო წლების რეკორდი 2011-ში იყო დამყარებული – 31,1 ათასი ტონა. ქართული თხილის წარმოება თურქულთან შედარებით ძალიან მცირეა, სამაგიეროდ, აქვს ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა – ნაყოფის ზომა, რაშიც კონკურენციას მხოლოდ ამერიკაში წარმოებული “ბარსელონა ლარჯი” უწევს.

ბეგი სიორიძე (“საქართველოს საექსპორტო კომპანიის” ხელმძღვანელი):“გურიაში წლეულს დაახლოებით 15 ათასი ტონა თხილი მოვიდა, შარშანდელზე ბევრად მეტი. ახლა მოსახლეობისგან 1 კილოგრამს 2,40 ლარად ვიბარებთ, თითქმის შარშანდელ ფასად. სამომავლოდ ის ალბათ გაიზრდება, რადგან ტენიანობა შემცირდება, ნაყოფი გამოშრება და ფასიც მოიმატებს. თხილის შეგროვება აქტიურ ფაზაშია შესული. დაახლოებით 2000 ტონა თხილის მიღებას ვაპირებთ. შედარებისთვის, შარშან სულ 500 ტონა ჩავიბარეთ. წლეულს კი შეღავათიანი აგროკრედიტით ვისარგებლეთ და ბევრად უფრო ხელსაყრელი პირობები გვაქვს გლეხებისგან მეტი მოსავლის მისაღებად. შემდეგ თხილს ევროპაში გავიტანთ, ძირითადად გერმანიასა და ჩეხეთში. რუსეთის ბაზრის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, გზის გახსნას ველოდებით, რათა პროდუქცია გადავტვირთოთ.

თხილის ფასები დამოკიდებულია ბაზარზე და თურქული თხილის ფასზე. ის დაახლოებით 20-25 ცენტით ძვირია ქართულ თხილზე. დაახლოებით 50-მდე კომპანია და საწარმო ყიდულობს ადგილობრივებისგან თხილს. კიდევ 150-მდე მცირე მეწარმეა დაინტერესებული გლეხებისგან თხილის შესყიდვით.

როგორი იქნება თხილის ფასი რამდენიმე თვეში, ძნელი სათქმელია, რადგან მსოფლიო ბაზარზე ფასის დამდგენი თურქეთია და არა ჩვენ. ფაქტია, არც თურქეთი უჩივის წლეულს მოუსავლიანობას”.

ალექსანდრე მოწერელია (თხილის ექსპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე): “ქართული თხილის ფასი ობიექტურია მთელი რიგი გარემოებების გათვალისწინებით.  თურქული თხილი მსოფლიოშია ცნობილი და დიდი ხანია ბაზარზეა, მას მსოფლიოს უდიდესი საკონდიტროები მოიხმარენ. მნიშვნელოვანი გარემოებაა პროდუქციის მიწოდების პირობები. თურქული თხილი სამი თვის კონსიგნაციით მიეწოდებათ, რისი შესაძლებლობაც, მაგალითად, ჩვენ არ გვაქვს. ამისთვის არც ფინანსური რესურსი გაგვაჩნია და ვერც მუდმივ მიწოდებას ვახერხებთ.

ამ პირობებს რამდენიმე მიზეზით ვერ ვაკმაყოფილებთ. ჯერ ერთი, ჩვენთან მცირეა მოცულობები. მართალია, მსოფლიოში თხილის წარმოებით მეხუთე ადგილზე ვართ და შესაძლოა წლევანდელმა მოსავალმა მესამეზე გადაგვიყვანოს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ თურქეთი საშუალოდ წელიწადში 500 ათას ტონაზე მეტ თხილს აწარმოებს. მისი საექსპორტო პოტენციალი მილიარდებში იზომება. ჩვენთან თხილის წარმოების ზუსტი სტატისტიკაც არ არსებობს, არ არის აღრიცხული თხილის ნარგავების რაოდენობა, თურქეთში კი ლამის ყოველი ბუჩქია აღრიცხული.

რუსეთის ბაზარზე ქართული თხილი შემოვლითი გზით, რეექსპორტით მთელი ამ წლების განმავლობაში შედიოდა. ქართული თხილი ზომით თურქულზე დიდია. კომპანიებისთვის, რომლებიც დაფასოებულ თხილს სუპერმარკეტებში ყიდიან, კაკლის ზომა გადამწყვეტია და უპირატესობასაც ქართულ თხილს ანიჭებენ. რუსეთის ბაზარზე თურქული თხილიც შედის და ბაზრის დიდი წილიც უჭირავს. რუსეთში საკონდიტრო წარმოებები სწორედ თურქულ თხილს იყენებენ, ხოლო ჩვენი თხილი ძირითადად ბაზრებსა და ბაზრობებზე იყიდება და ის კომპანიები ყიდულობენ, ვინც თხილს აფასოებს. თუ რუსეთში ქართული პროდუქციის შეტანა გამარტივდება, ექსპორტის მოცულობაც გაიზრდება. თხილის გასაყიდი ფასიც ალბათ შემცირდება, რადგან რეექსპორტის ხარჯები მოაკლდება.

ყველაზე მეტი ქართული თხილი ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში გადის, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე საინტერესო და პერსპექტიული ჩინური ბაზარია. სხვა ბაზრებზე ქართულ თხილს ძალიან დიდი კონკურენტები ჰყავს – თურქეთი, იტალია, რომელიც მსოფლიოში მეორეა თხილის წარმოებით, და აზერბაიჯანი. ჩინეთის ბაზარზე კი ქართული თხილის ერთადერთი კონკურენტი აშშ-ის არიზონის შტატში მოყვანილი “ბარსელონა ლარჯია”. იქ წელიწადში 35-40 ათასი ტონა იწარმოება. თურქული თხილი ამ თვალსაზრისით კონკურენციას ვერ გვიწევს, რადგან ზომით პატარაა… მაგრამ საქართველოს ბაზარზე სხვა პრობლემებიც გვაქვს, ისინი ხელს გვიშლის, რომ მსხვილი დამკვეთებისთვის სტაბილური მიმწოდებლები გავხდეთ.

შესაძლოა ადგილობრივ ბაზარზე იყო მცდელობები, თხილის ჩაბარების ფასი ხელოვნურად შეემცირებინათ, მაგრამ რეალურად ეს წარმოუდგენელია. საქართველოში თხილის 40-ზე მეტი ექსპორტიორი კომპანიაა. ამ ბიზნესში ლომის წილი კერძო პირებს უჭირავთ. ისინი არც თხილის გადამმუშავებლები არიან და არც ექსპორტიორები. უბრალოდ სეზონზე ყიდულობენ რაღაც რაოდენობით თხილს და ფასის ზრდის მოლოდინში აჩერებენ, რათა შემდეგ უფრო ძვირად გაყიდონ. სხვაგვარად ამას სპეკულაცია ჰქვია. ისინი ძალიან ბევრნი არიან, იმდენად, რომ თხილის გადამმუშავებელი ქარხნები, ფაქტობრივად, მათ ელოდებიან, როდის გამოიტანენ თხილს გასაყიდად. ამ ადამიანებმა არ იციან ბაზრის კონიუნქტურა, სპეციფიკა. მხოლოდ სურთ, თხილს რომ იყიდიან სეზონის დასაწყისში გლეხებისგან, შემდეგ ქარხნებსა და ექსპორტიორებს ძვირად მიჰყიდონ.

შესაბამისად, ეს დასაწყობებული თხილი ბრუნვაში არ არის. ეს ხალხი ინფორმირებული არ არის, რომ თხილის ფასი “საქართველოს გარშემო” არ ბრუნავს, რომ მას ჩვენ ვერ ვადგენთ. ხშირად, თურქეთის ბაზრის გამოისობით, თხილის მსოფლიო ფასი ეცემა და ის საქართველოშიც იაფდება. მაშინ ეს ადამიანები მოგების მიღების ნაცვლად ზარალობენ. ყოველ წელს ბევრი ვალებშიც ვარდება ასეთი “ბიზნესის” გამო, ზოგჯერ საქმე ტრაგედიამდეც კი მიდის. მაგრამ მათი რიგები ახალი “ბიზნესმენებით” ივსება. 40 ექსპორტიორის ფასზე შეთანხმება ხომ გამორიცხულია, რადგან საქართველოში ორი კაცი ვერ პოულობს საერთო ენას. კერძო პირების ამ უზარმაზარ არმიასთან ფასზე გარიგება კი სრულიად წარმოუდგენელია. ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ თხილის მოცულობა საქართველოში ისედაც მცირეა და ამ გაჩერებული მარაგების გამო კიდევ უფრო მცირდება. მსხვილ დამკვეთს კი სტაბილურად უნდა შესთავაზო პროდუქცია, თუ მისი დაკარგვა არ გინდა. თუ რაოდენობის ზრდასთან ერთად, სხვა ბიზნესში პროდუქციის ფასი მცირდება, აქ პირიქით არის – რაც უფრო მეტი თხილი გინდა, კილოგრამში მით მეტი უნდა გადაიხადო”.

ციფრების ენით

– 2012 წელს თურქეთიდან ექსპორტით 260 ათასი ტონა თხილი გავიდა, საიდანაც თურქმა ფერმერებმა $1,8 მილიარდი იშოვეს;
– ექსპორტიდან უფრო მეტი ($1,9 მილიარდი) თურქეთის ფერმერებს მხოლოდ 2005 წელს შეუვიდათ;
– 2012 წელს თხილი ექსპორტით თურქეთიდან თითქმის 100 ქვეყანაში გავიდა.

PRS 400 მანუელ ბლოკის ცეხი ტექნიკური პირობები

0

სერიის კოდი : PRS – 400 მანუელ ბლოკის ცეხი

წარმოების ტიპი:მანუელი ბლოკის ცეხი – ბეტონის ფილებისა დაბლოკის დანადგარი,ბლოკის ცეხი

გამოშვების წელი :2013 წლის მოდელი

ერთ დაბეჭვდაზე უშვებს = 4 ცალ 20 იან, 6 ცალ 15-იან, 8 ცალი 10 იან ბლოკი და 12 ცალი ფილას წარმოება

წარმოების შესაძლებლობა: 1 საათში მინიმუმ 80-110 პალეტის შუალედი

წარმოებული პროდუქტი: PRS – 400 სერიის აპარატი ჰიდრავლიკური წნევისა და მექანიკური ვიბრაციის შედეგად მუშაობს.  დიზაინი ისეა მოწყობილი, რომ შეუძლია იმუშაოს 24 საათის განმავლობაში. აქვს ორმაგი წნევა, რის შედეგადაც ზედაპირს უნაკლოდ ასუფთავებს, ისე რომ ხორკლს საერთოდ არ ტოვებს. თანაც იზრდება ნაწარმის  ზეწოლის წინააღმდეგობა. აწარმოებს ყველა გეომეტრიული ფორმის ბეტონის ფილებს, ბორდიურებს, ბრიკეტებს, რომელთა სიმაღლეა 6 სანტიმეტრიდან 38 სანტიმეტრამდე. საჭიროა მყოლოდ ყალიბის შეცვლა და ფორმებიც შეიცვლება.

დისტანციური მართვა: მანუელი

პერსონალის საჭირო რაოდენობა: რენტაბელური საქმიანობის განსახორციელებლად საჭიროა 4 კაცი. სულ ცოტა 1 კაცს, რომელსაც თქვენი ფირმა შემოგვთავაზებს, ჩვენს ფაბრიკაში უფასოდ ჩაუტარდება აპარატურასთან დაკავშირებული სწავლა-დარიგება, რათა მან შეიძინოს გამოცდილება როგორც ოპერატორმა.   

კარკასი: გამოყენებულია 150X120X6მმ. დახურული ყუთის პროფილი

ბუნკერის მოცულობა : 1250 LT

სვეტის ლილვები: ძირითადი ლილვი 60 მმ მოცულობის ქრომირებული ლილვებით არის გაწყობილი

დგუშები: ჰიდრავლიკური დგუშები სპეციალური წარმოებისაა. დგუშის შიგნით გამოყენებული თექა და დამცავები სტანდარტების შესაბამისია. ყველა სათადარიგო ნაწილი ჰიდრავლიკური მომწოდებლებისათვის ხელმისაწვდომია.

კოლონის ლილვის საკისარი: ცვეთის საწინააღმდეგოდ არის შიდა ნაწილი მოპირკეთებული სპეციალური მასალით, დაზეთილი თექის საშუალებით უზრუნველყოფილია ის, რომ ზეთი არ გაუვა.

მეტალის ფირფიტები: ცვეთის საწინააღმდეგო SD 52 A-1 ხარისხის მეტალისგან ან HARDOX-ის მეტალისგან არის წარმოებული

მასალის ასარევი: ცვეთის საწინააღმდეგო SD 52 A-1 ხარისხის მეტალისგან ან HARDOX-ის მეტალისგან არის წარმოებული

საკისარი: იმისათვის რომ იყოს გამძლე და არ გატყდეს, ბაზარზე არ ვყიდულობთ მზა საკისარს და თვითონ ვაწარმოებთ ფოლადისგან.

ასარევი და ვიბრატორი, ყველა ბორბალი, რაც აპარატს აქვს:
მზადდება OLAN CK-45 და 4140 სახეობის ნივთიერებიდან, რომლის ნახშირბადის შემცველობა ძალიან მაღალია.

ქვედა ვიბრატორები: ქვედა ვიბრატორების ორი ჯგუფია – დამოუკიდებელი მოტორიანი და დარტყმის ძალის მქონე.

ქვედა ვიბრატორის მეტალის ფირფიტა: ცვეთის საწინააღმდეგო SD 52 A-1 ხარისხის მეტალისგან ან HARDOX-ის მეტალისგან არის წარმოებული ორ ნაწილად. ქვედა ვიბრატორები ცალ-ცალკე პროგრამირდება ორ ჯგუფად.

ციკლის დრო:16 წამი

ქვედა ვიბრატორის მატორის ძალა: 4კვ 5,5 BYG 2 ცალი დამოუკიდებელ მოტორიანი. მოტორის საერთო ძალა:36 კილოვატი
ცარიელი პალეტის დისკი:გამოიყენება ცარიელი პალეტების აპარატში რიგრიგობით ჩასაშვებად.

ჰიდრავლიკური ნაწილის ბლოკები: ჩვენი სპეციალისტების მიერ გაანგარიშების შემდეგ იღებს პროექტის სახეს და უშეცდომოდ დამუშავების შემდეგ იღებს სფეროს ფორმას. შემდეგ გამოიყენება სხვადასხვა ქიმიური საშუალებები, სუფთავდება და ხდება მისი ზედაპირის მოპირკეთება.

ჰიდრავლიკური ნაწილის სარქველები: ამ ნაწილის სარქველებად გამოყენებულია REXORT და ViCKERS ხარისხიანი მარკის პროდუქტი. ასარევი აპარატისა და ზედა ყალიბის სრული კონტროლის უზრუნველსაყოფად პროპორციული სარქველებია გამოყენებული.

ჰიდრავლიკური ნაწილის მოტორები:İSO -ს ხარისხის შესაბამისია

ჰიდრავლიკური წნევა : 250 BAR

პალეტის ზომა და ტექნიკური თავისებურებანი: საცდელი პალეტები 45 X 90 X 4 სისქისაა, ქვედა და ზედა ზედაპირი დამზადებულია პირველი ხარისხის ხისგან, მისი ტენიანობა 20%-ია.შიდა ნაწილი შიგნიდან არის გამაგრებული,სანამ აქცია გვაქვს, შეგიძლიათ თქვენთვის მისაღებ ფასად შეუკვეთოთ.

მოსარევის ტექნიკური თავისებურებები : მოსარევის (მიქსერის) მოცულობა 950 LT/M3 (1 ტომარა  ცემენტისთვის). აი ასეთია მისი დიზაინი. ძირითადი კორპუსი კი 10 მმ. სისქის არის, წარმოებულია ორმაგი უცვეთელი მეტალის ფირფიტით. ძირითადი კორპუსი  120 X 120 X 6მმ-ის შასზე მიებმება. მატორის ძალა 15 კილოვატია. რედუქტორად გამოყენებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი  DIŞSAN -ის მარკის DG 280 სერია.

1

4

7

10